რუსეთში ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო შეეჯახნენ – არის მსხვერპლი

რუსეთის რიაზანის ოლქში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახნენ. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. დაღუპულია 2 და დაშავებულია 31 ადამიანი. დაშავებულთა შორის 8 ბავშვია.
ავტობუსი მოსკოვიდან ელისტაში მიდიოდა, ხოლო სატვირთო ტამბოვის ოლქიდან იყო. ავარიის მიზეზი ის გახდა, რომ ერთ-ერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ჩაეძინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები