ვენესუელაში საპროტესტო აქციების დროს 50 ადამიანი დაშავდა

ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში გამართული საპროტესტო აქციების დროს 50 ადამიანი დაშავდა. დაკავებულია 18 პირი. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
ოპოზიციის წარმომადგენლები ვენესუელის პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს ქვეყანაში დიქტატურის დამყარების მცდელობაში და ეკონომიკური მდგომარეობის კატასტროფულად გაუარესებაში ადანაშაულებს.
ოპოზიცია მომდევნო საპროტესტო აქციის ჩატარებას ხუთშაბათსაც გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები