„ევფრატის ხმალი“ – თურქეთი სირიაში ახალი ოპერაციის დაწყებას გეგმავს

თურქეთი სირიაში ახალი ოპერაციის დაწყებას გეგმავს. გამოცემა “Sabah”-ის ინფორმაციით, მისი სახელწოდება, სავარაუდოდ, “ევფრატის ხმალი” იქნება. ამ ინფორმაციის მიხედვით, სირიის საზღვარზე თურქეთის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია.
გაზეთის ინფორმაციით, თუ „ევფრატის ფარი“ სასაზღვრო რაიონების უსაფრთხოების მიზნით ჩატარდა, „ევფრატის ხმლის“ მიზანია, უშუალოდ, ტერორისტებზე  დარტყმების განხორციელება.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა და სირიის თავისუფალმა არმიამ ამ ოპერაციისთვის მომზადება უკვე დაიწყეს და ქალაქ აფრინის მახლობლად ნაღმმტყორცნებით დაბომბვებს უკვე ახორციელებენ.
სირიაში ახალი ოპერაციის დაწყების გარდა, თურქეთის შეიარაღებული ძალები „ქურთთა მუშათა პარტიის“ წინააღმდეგ ქვეყნის შიგნითაც მასშტაბურ ოპერაციებს განახორციელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები