სანკტ-პეტერბურგში ტერორისტებთან დაკავშირებული 6 პირი დააკავეს

რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში, სადაც 2 დღის წინ ტერაქტი მოხდა, ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაკავშირებული 6 პირი დააკავეს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
დაკავებულები ცენტრალური აზიის რესპუბლიკების მოქალაქეები არიან და ისინი „ისლამური სახელმწიფოს“ და „ჯებჰათ ან ნუსრას” რიგებში „ბოევიკების“ „დავერბოვკებით“ იყვნენ დაკავებული.
გამოძიება ვარაუდობს, რომ დაჯგუფება დანაშაულებრივ საქმიანობას 2015 წლის ნოემბრიდან ეწეოდა. ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა ეს პირები რაიმე კავშირში პეტერბურგის მეტროში 3 აპრილს მომხდარ ტერორისტულ აქტთან.
ცნობისთვის, სანკტ-პეტერბურგის მეტროში 3 აპრილს მომხდარ ტერაქტს 14 ადამიანი ემსხვერპლა. აქედან 11 ადგილზე დაიღუპა, ხოლო სამი – საავადმყოფოში. 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
რუსეთში, მომხდართან დაკავშირებით, 5 აპრილიდან  3-დღიანი გლოვა გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები