სომალის დედაქალაქში აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა

სომალის დედაქალაქში მომხდარ აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა. სააგენტო “როიტერის“ცნობით, ტერაქტი თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო, რომელიც ავტომობილით გადაადგილდებოდა.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ტერაქტი სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მახლობლად მდებარე რესტორანთან მოხდა. ყველა დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები