„ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად ტიკრიტში 31 ადამიანი დაიღუპა

A member of the Iraqi security forces carries his weapon as he watches smoke rise from a scene of clashes between the Iraqi army and Islamic State militants in Tikrit March 30, 2015. Iraqi security forces continued their offensive against Islamic State militants on the outskirts of Tikrit on Monday, in an operation slowed by bombs and booby traps. Picture taken March 30, 2015. REUTERS/Alaa Al-Marjani - RTR4VJU6

„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკების“ თავდასხმის შედეგად, ერაყის ქალაქ ტიკრიტში 31 ადამიანი, მათ შორის 14 პოლიციელი დაიღუპა, კიდევ 40 ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ტერორისტებს პოლიციელების ფორმა ეცვათ და ისინი ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ. თავდასხმაში 10 „ბოევიკი“ მონაწილეობდა. მათ შორის, ორი თვითმკვლელი იყო.
ტერორისტები პოლიციის ბლოკსაგუშაგოს და პოლიციის პოლკოვნიკის სახლს  დაესხნენ თავს. დაღუპულთა შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან.
ერაყის შეიარაღებული ძალები ამჟამად „ისლამური სახელმწიფოს“ მთავარი ქალაქის, მოსულის აღებას ცდილობენ. საბრძოლო მოქმედებების პერიოდში, „ბოევიკები“ დასახლებულ პუნქტს გარეთ პერიოდულად ტერორისტულ შეტევებს აწყობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები