სავალუტო ფონდმა უკრაინისთვის 1 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას მაკროეკონომიკური დახმარების ფარგლებში 1 მილიარდ აშშ დოლარს გამოუყოფს. შესაბამისი გადაწყვეტილება სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომ მიიღო.
როგორც ტვიტერში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დაწერა, “ეს ფაქტი უკრაინაში განხორციელებული რეფორმების კიდევ ერთ აღიარებას ნიშნავს.
ფონდის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინის ანტიკრიზისული ეკონომიკური პროგრამის განხილვა, რომელიც დადებითად შეფასდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები