მოსულში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

ერაყის ქალაქ მოსულში შეიარაღებულმა ძალებმა „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი, აბუ მუჰაჯირ არ-რუსი მოკლეს. ერაყის პოლიციაში ეჭვობენ, რომ ეს პირი წარმოშობით რუსეთიდან იყო.
ტერორისტი „ბოევიკების“ სამეთაურო პუნქტის ტერიტორიაზე მოკლეს, რომელიც მოსულის ძველ ქალაქში მდებარეობდა.
მოსულის ძველ ქალაქში ამჟამად მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. ამ რაიონში ტექნიკა ვერ მოქმედებს, ვინაიდან ქუჩები ძალზე ვიწროა. ტერორისტებმა პრაქტიკულად ყველა შენობა დანაღმეს, ასევე ისინი აქტიურად იყენებენ სნაიპერებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები