მედვედევმა მის წინააღმდეგ კორუფციაში გამოთქმულ ბრალდებებს პირველად უპასუხა

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა პირველად უპასუხა კორუფციაში მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს, – ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. მედვედევი კორუფციაში დაახლოებით ერთი თვის წინ რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა დაადანაშაულა. „ვის აწყობს ეს ყველაფერი? ეს აწყობთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ტიპის მასალებს და სიუჟეტებს უკვეთავს. ამ პირებს სრულიად კონკრეტული პოლიტიკური მიზნები აქვთ. ისინი აგროვებენ რაღაცა სისულელეებს, ჩემზე, ჩემს ნაცნობებზე და იმ პირებზე, რომლებსაც საერთოდ არ ვიცნობ, მერე აერთიანებენ რაღაცა ქაღალდებს, ფოტოებს, ტანსაცმელს და ამას აქვეყნებენ, “ – განაცხადა მედვედევმა. პრემიერ-მინისტრის აზრით, ამ ქმედებების ერთ-ერთი მიზანია „ქუჩაში ხალხის გამოყვანა“. ცნობისთვის, ა;ესეი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა 2 მარტს მედვედევის ქონებაზე და მის მფლობელობაში არსებულ ობიექტებზე მასალები გამოაქვეყნა. ამ ფაქტს 26 მარტს რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში ანტიკორუფციული აქციები მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები