პოროშენკომ უკრაინაში რუსი მომღერლის შესვლის აკრძალვის თაობაზე კომენტარი გააკეთა

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ კომენტარი გააკეთა ქვეყანაში რუსი მომღერლის,  იულია სამოილოვას შესვლის აკრძალვაზე, რომელიც „ევროვიზიაზე“ რუსეთის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო.
პოროშენკოს თქმით, რუსეთი შეგნებულად წავიდა პროვოკაციაზე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ლატვიის ლიდერთან, რაიმონდს ვეიონისთან რიგაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„უკრაინა თანმიმდევრულად იცავს პოზიციას ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით. ყირიმში ჩასვლა მხოლდ უკრაინის ხერსონის ოლქის გავლით არის დაშვებული, სხვა შემთხვევაში, ეს არის უკრაინის კანონმდებლობის დარღვევა“, – აცხადებს პოროშენკო.
ცნობისთვის, რუსი მომღერალი იულია სამოილოვა 2015 წელს ოკუპირებულ ყირიმში იმყოფებოდა და იქ კონცერტი გამართა. თავის მხრივ, რუსეთის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოსკოვმა, შესაძლოა, საერთოდ  ბოიკოტი გამოუცხადოს „ევროვიზიას“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები