გელა ხვედელიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გელა ხვედელიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.  შემთხვევა ვაკეში, თარხნიშვილის ქუჩაზე მოხდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ხვედელიძეს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული და ის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები