საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია “12 +” ჯგუფის მიღებას დაესწრო

ბანგლადეშში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, საპარლამენტთაშორისო კავშირის “12 +” გეოპოლიტიკური ჯგუფის მიღებას დაესწრო. ირაკლი კობახიძესთან ერთად, მიღებას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის თავმჯდომარე ნორბერტ ლამერტი და სხვა მაღალი რანგის სტუმრები დაესწრნენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები 1-5 აპრილს, ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 136-ე ასამბლეაში იღებენ მონაწილეობას.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი ნიკოლოზ ნათენაძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები