საპარტნიორო ფონდს GreenClimateFund-ის წარმომადგენლობა ეწვია

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში GreenClimateFund-ის წარმომადგენლობა მიიღო.
როგორც „კვირას“ საპარტნიორო ფონდის პრესსამსახურიდან აცნობეს, GreenClimateFund-ი გაეროს ქვეყნების მიერ დაარსებული ორგანიზაციაა, რომელიც ჩართულია მსოფლიოს ქვეყნებში კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში.
ფონდში გამართული გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე GreenClimateFund-ის წარმომადგენლებმა საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტს საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
GreenClimateFund-ი საპარტნიორო ფონდს კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში პარტნიორობას და ფონდის პროექტებში ჩართულ კომპანიებს ხელმისაწვდომ ფინანსურ ინსტრუმენტებს სთავაზობს.
მწვანე კლიმატის ფონდი არის გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (“UNFCCC”) მთავარი ფინანსური მექანიზმი, რომლის მიზანია მთავარი და შედეგზე ორიენტირებული როლის თამაშიგარემოს დაცვით პროექტებში.
მწვანე კლიმატის ფონდი მუშაობს მსოფლიოს ქვეყნებისთვის ფინანსური რესურსების მოძიებაში რათა, მათ მოახდინონ ქვეყნის ტრანსფორმაცია დაბალემისიან და კლიმატ გონივრული განვითარების კუთხით.
ფონდი ეხმარება ქვეყნებს რეალურად მდგრადი და მწვანე ეკონომიკის დანერგვაში.
საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა შეხვედრაზე თავის მხრივ, GreenClimateFund-ის წარმომადგენლებს საპარტნიორო ფონდის მანდატი და პრიორიტეტები გააცნო.
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები