„ძალიან მაგარი ყ…ე ხარ!“​ – უგულავა და არველაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა და  ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი არველაძე სოციალურ ქსელში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
გიორგი არველაძე  „ევროპული საქართველოს“  მიერ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით  გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა  და „ევროპული საქართველო“ „ევროქოცებად“ მოიხსენია.
ევროქოცებს” შეგნებულად არ გეძახდით და არც ვაპირებდი. მაგრამ ის, რომ საქართველოს ევროპისკენ 2012 წლიდან დაუწყია სვლა მხოლოდ “ევროქოცს” მოუვიდოდა თავში. ამიტომ ნათლობას გილოცავთ!
ამ დიდებული განცხადების მერე ჩემს თვალშიც “ევროქოცები” გახდით… თქვენი არჩევანია და არ შემიძლია პატივი არ ვცე…“, – დაწერა არველაძემ.
არველაძის აღნიშნულ სტატუსს კომენტარით გამოეხმაურა გიგი უგულავა: „გიორგი შეგნებულად არ ვაპირებდი და დიდი, ძალიან დიდი ხანია თავს ვიკავებდი, მაგრამ ახლა კი უნდა გითხრა – ძალიან მაგარი ყ…ე ხარ, იყავი, ხარ და ასეთად დარჩები როგორც ჩანს. დანარჩენს სადმე როცა გადამეყრები ერთი “ნათლობის” პანჩურს ამოგცხებ (მეტ დროს და ენერგიას შენ არ იმსახურებ). მანამდე იმედია წაკითხულიდან შინაარსის გამოტანას ისწავლი. გასაგებია!“, – დაწერა გიგი უგულავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები