ამინდის უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-2 აპრილს საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს რაიონში დღეს, 30 მარტს უნალექო, მზიანი ამინდი იქნება. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 18-23 გრადუსია მოსალოდნელი, თბილისში – 18 გრადუსი.
31 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
ხვალ, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 15-20 გრადუსი იქნება.
თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 19 გრადუსი იქნება.
1-ელ აპრილს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს და დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. აღმოსავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 9-14 გრადუსი იქნება, დასავლეთ საქართველოში – 13-18 გრადუსია მოსალოდნელი.
თბილისში იწვიმებს, დილით ნისლი იქნება.
2 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია მცირე წვიმა.
3 აპრილიდან 6 აპრილამდე საქართველოში გამოიდარებს და უნალექო ამინდი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები