დღეს, 13:00-დან 18:00 საათამდე “ვარდების მოედანი” გადაიკეტება

დღეს, 13:00-დან 18:00 საათამდე ვარდების მოედანი გადაიკეტება, ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
“შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 30 მარტს ძარიან ავტომობილებს შორის საერთაშორისო ჩემპიონატის (TCR International Series) 2017 წლის სეზონში მონაწილე ავტომობილების გამოფენა/მსვლელობასთან დაკავშირებით, თბილისში, ვარდების მოედანი 13:00 საათიდან 18:00 საათამდე გადაიკეტება.
ღონისძიებაში მონაწილე ავტომანქანები საჩვენებელ მსვლელობას რუსთაველის გამზირზე მოაწყობენ”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები