პეკინის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან ბათქაში ჩამოიშალა

თბილისში, პეკინის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან ბათქაშის  ნაწილი ჩამოიშალა. შემთხვევა დღეს, საღამოს კაფე “დე გუსტოს” მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე გამოძახებული იყო სამაშველო სამსახური. 
მათი პირველადი შეფასებით, ბათქაშის დამატებით ჩამოშლის საფრთხე არ არსებობს. თუმცა, სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ამ დრომდე ადგილზე რჩებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები