მოსალოდნელი საფრთხის გამო, კონკურსი “მის ტრანსგენდერი 2017” აღარ ჩატარდება

კონკურსი “მის ტრანსგენდერი 2017”, რომელიც 31 მარტს იყო დაგეგმილი, აღარ ჩატარდება.
როგორც „კვირას“ ღონისძიების ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა ნინო ჭელიძემ განუცხადა, მისთვის კონკურსის გაუქმების შესახებ ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი.
გავრცელებული ინფორმაციით, კონკურსის გადადების მიზეზი ძალადობის მოსალოდნელი საფრთხე გახდა, რადგან Facebook-ზე აგრესიული მომხმარებლების მობილიზება დაიწყო.
„რადიკალი ჯგუფები მობილიზდნენ და დაიწყეს ჯგუფებში პოსტვა, რომ “ხალხო, შევიკრიბოთ”, “აქცია ჩავატაროთ”, “არ დავუშვათ”… ამის გამო გადავწყვიტეთ, დროებით გადავდოთ. ცემა-ტყეპა არ გვინდა. ჩვენ მივმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს, მაგრამ ამის მიუხედავად, დაძაბულ გარემოში კონკურსის ჩატარება არ მივიჩნიეთ მიზანშეწონილად. შესაძლოა, მომავალში ჩატარდეს, მაგრამ ჯერჯერობით არ ვიცით”, – აცხადებს ორგანიზაცია “ლგბტ საქართველოს” წარმომადგენელი ლევან ბერიანიძე.
31 მარტს ტრანსგენდერთა ხილვადობის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
“მის ტრანსგენდერი 2017-ის” ორგანიზატორები თავად ტრანსგენდერი ქალები იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები