ალექსანდე ჯეჯელავას ინიციატივით, ახალი პროექტი “ისწავლე მეტი თამაშით” ამოქმედდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივით, ახალი პროექტი „ისწავლე მეტი თამაშით“ ამოქმედდება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსსამსახურის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სკოლებში სასწავლო პროცესის გახალისება და მოსწავლეთათვის სხვადასხვა საგნის განსხვავებულ ფორმატში სწავლების მიზნით, სამინისტრო დაინტერესებულია სკოლებში საგანმანათლებლო, ინტელექტუალური სამაგიდო თამაშების შეტანით და დანერგვით.
აღნიშნულ თემაზე ბრიფინგი დღეს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ გამართა. სამაგიდო თამაშები მოსწავლეს უვითარებს როგორც გუნდურობის შეგრძნებას, ასევე, ინდივიდუალურ სწრაფვას გამარჯვებისა და წარმატებისკენ, ამაღლებს მოსწავლეთა ინტერესს და მოტივაციას სწავლისადმი. პროექტის ფარგლებში, სამინისტრო განიხილავს თამაშების შეძენას და შეტანას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ყველა საფეხურზე. სამაგიდო თამაში უნდა იყოს: აზარტული, გუნდურად ან ინდივიდუალურად სათამაშო. ავითარებდეს ლოგიკურ და კრიტიკულ აზროვნებას.
არ იყოს დამოკიდებული ზეპირობაზე. მოწოდებულ იქნას შეკვეთიდან მაქსიმუმ 3 თვის ვადაში. იყოს გათვლილი სკოლის მოსწავლეებსა და ახალგაზრდებზე. იყოს მარტივად აღქმადი. ფერადი. მყარი მასალის. სპეციალური შესანახი შეფუთვით. სასურველია თამაში ავსებდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პროგრამას. გთხოვთ, დაინტერესებულ პირებს 2017 წლის 10 აპრილამდე სამინისტროს ელექტრონულ ფოსტაზე tamashebi@mes.gov.ge მოაწოდოთ სამაგიდო თამაშების კონცეფცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები