ახალქალაქში პატრულის მიერ მძღოლის დაჯარიმებას მცირე ინციდენტი მოჰყვა

ახალქალაქში პატრულის მიერ მძღოლის დაჯარიმებას მცირე ინციდენტი მოჰყვა. შემთხვევის ადგილზე მოქალაქეები შეიკრიბნენ, რის გამოც, ქალაქის ცენტრში დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში მოძრაობა შეფერხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, პატრულის ეკიპაჟმა ერთ–ერთ ახალგაზრდას ჯარიმა ღვედის შეუკვრელობის მიზეზით დაუწერა, თუმცა, მძღოლი ირწმუნება, რომ ღვედი ეკეთა და ჯარიმას არ იმსახურებდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, პირი ღვედის გარეშე გადაადგილდებოდა და პოლიციამ ღვედის არქონის გამო, ადმინისტრაციული წესით დააჯარიმა.
„მოქალაქეს, როგორც ჩანს, აქვს პრეტენზია და მას აქვს სრული უფლება, გაასაჩივროს“, – აცხადებენ შსს-ში.
ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები