კასპში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ვაქცინაცია დაიწყო

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს ინსპექტორები ზურაბ პარკაძე და თორნიკე სიდამონიძე ადმინისტრაციული ერთეულებში კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის აცრებთან დაკავშირებით ჩასატარებელი პროცედურები იყო.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის აცრა თურქულსა და ყვავილზე. რაც შეეხება ბრუცელოზის დაავადებას – მისი თავიდან აცილების მიზნით ცოცხალი, მშრალად გაყინული ვაქცინა იქნება გამოყენებული. ერთი აცრა საკმარისია პირუტყვის სიცოცხლის განმავლობაში – აღნიშნა ზურაბ პარკაძემ და გამგებლის წარმომადგენლებს მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდებაში დახმარება სთხოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები