ლონდონში ევროკავშირიდან გასვლის წინააღმდეგ დემონსტრაცია გაიმართა (ფოტოკოლაჟი)

ევროკავშირიდან გასვლის წინააღმდეგ ლონდონში საპროტესტო აქცია გაიმართა. ამის შესახებ სააგენტო “როიტერი” იუწყება. რამდენიმე დღის წინ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა ოფიციალურად დაიწყო. აქცია სწორედ იმ ადგილას გაიმართა, სადაც 22 მარტს ტერორისტული თავდასხმა მოხდა, რასაც 5 ადამიანი ემსხვერპლა. ამის გამო მიტინგი წუთიერი დუმილით დაიწყო. აქციის მონაწილეებს ევროკავშირის დროშები უჭირავთ და ლოზუნგები – „შეაჩერეთ ბრექსიტი“, “ეს არის თქვენი გეგმა?“
ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ 2016 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ მიიღო, როდესაც ამომრჩეველთა 52 %-მა ორგანიზაციიდან გასვლას მხარი დაუჭირა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები