მინსკში საპროტესტო აქციის დროს ათობით ადამიანი დააკავეს

საპროტესტო აქციის დროს ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
საპროტესტო აქცია ოპოზიციამ მოაწყო. ის „უსაქმურობის“ გადასახადის შესახებ პრეზიდენტის დეკრეტის გაუქმებას მოითხოვს, რომელის 25 მარტს ძალაში შევიდა.
ოპოზიციის აქციასთან დაკავშირებით მინსკის ქუჩებში დაჯავშნილი ავტომობილებია მობილიზებული.
რუსული სააგენტო „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, საპროტესტო აქციაში დაახლოებით 500 ადამიანი მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები