ბიშკეკში მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებები მოხდა – ისმის სროლის ხმა (ვიდეო)

ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. პოლიციამ აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო და ჰაერში ისვრიან. ამის შესახებ სააგენტო “სპუტნიკი” იუწყება.
საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიშკეკში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ყოფილი დეპიუტატი სადირ ჟაპაროვი დააკავეს და უშიშროების სამსახურში მიიყვანეს.
ჟაპაროვის წინააღმდეგ აღძრულია საქმე მკვლელობის მუქარის, მძევლის აყვანის და ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალისმიერი ქმედებების მუხ;ოთ. გამოძიებამ დაადგინა, რომ ჟაპაროვმა და მისმა მომხრეებმა ისიქ-ქოლის ოლქში მთავრობის წარმომადგენელი ემილბეკ კაპტაგაევი მძევლად აიყვანეს და მას ემუქრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები