ტრამპმა Obamacare ვერ გააუქმა

ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების კანონპროექტზე კენჭისყრა, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აანონსებდა, გადაიდო.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ე.წ. Obamacare-ის კანონის გაუქმება ვერ მოახერხა და შესაბამისი კანონპროექტი კონგრესიდან გაიწვია.
ტრამპმა ინფორმაცია მიიღო, რომ „რესპუბლიკელი“ კონგრესმენების უმეტესობა გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერს. ამის შემდეგ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ახალი კანონპროექტის მომზადება იგეგმება და ამას დიდი დრო არ დასჭირდება. პრეზიდენტი ამბობს, რომ კანონი „კიდეv უკეთესი იქნება და მას არა მარტო “რესპუბლიკელები”, არამედ “დემოკრატიული პარტიის” წარმომადგენლებიც დაუჭერენ მხარს“.
გარდა ამისა, ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ საგადასახადო რეფორმის განხორციელებასაც აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები