მოსულში ერთ კვირაში 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

გაეროს ინფორმაციით, ერაყის ქალაქ მოსულში, სადაც ამჟამად ერაყის შეიარაღებულ ძალებსა და „ისლამური სახელმწიფოს” “ბოევიკებს“ შორის ბრძოლები მიმდინარეობს, ერთ კვირაში 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, დაღუპულთა უმეტესობა ავიადარტყმებს ემსხვერპლა, რომელსაც საერთაშორისო კოალიცია ახორციელებს.
გაეროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ორგანიზაცია მოსულის მშვიდობიან მოსახლეობას შორის დაღუპვის ფაქტების გამოძიებას აპირებს. ამჟამად ერაყის შეიარაღებული ძალები მოსულის აღმოსავლეთ ნაწილს აკონტროლებენ. დასავლეთ მოსულზე კონტროლისთვის შეუპოვარი ბრძოლები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები