სროლა საფრანგეთში – დაჭრილია სამი პირი (ფოტოკოლაჟი)

საფრანგეთის ქალაქ ლილეში, მეტროს სადგურთან მომხდარი სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ გამოცემა “La Voix du Nord”-ი იუწყება. წყაროს ინფორმაციით, დაუდგენელმა ახალგაზრდა მამაკაცმა სროლა ატეხა, ხოლო შემდეგ მიიმალა.
თვითმხილველებმა 5 გასროლის ხმა გაიგეს. ერთი პირი ფეხში, მეორე კი კისრის არეში დაიჭრა. მათ სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. მესამე პირი მსუბუქად დაიჭრა და საავადმყოფოში საკუთარი ფეხით წავიდა.
თავდასხმის შემდეგ ლილეში პოლიციის გაძლიერებული ქვედანაყოფები შეიყვანეს. ამჟამად შეიარაღებული პოლიციელები ქალაქის ქუჩებში პატრულირებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები