სირიაში დაბომბვის დროს 16 ადამიანი დაიღუპა
სირიაში, იდლიბის პროვინციაში განხორციელებული ავიადარტყმის დროს, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო “როიტერი” იუწყება. ავიადარტყმა ციხეზე განხორციელდა, დაიღუპნენ პატიმრები და ციხის დაცვის თანამშრომლები.
იდლიბის პროვინციას ამჟამად ამბოხებულები აკონტროლებენ. სტრატეგიული თვალსაზრისით ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაიონია სირიაში, ვინაიდან თურქეთის საზღვართან მდებარეობს.