ტრამპს ტუსკი და იუნკერი ერთმანეთში აერია

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სატელეფონო საუბრის დროს, ევროკომისიის ხელმძღვანელი ჟან-კლოდ-იუნკერი და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ერთმანეთში აერია. ამის შესახებ გამოცემა “Financial Times”-ი იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, ჟან-კლოდ-იუნკერი აპრილში ვაშინგტონში ჩასვლას აპირებს, მაგრამ ის არ არის დარწმუნებული, რომ  დონალდ ტრამპს შეხვდება.
„ისინი ამ შეხვედრის ორგანიზებას აპირებენ, მაგრამ მას სხვა პრიორიტეტები აქვს. მას ევროპაში არაფერი ესმის. ის ტუსკს ტელეფონით ესაუბრებოდა და ფიქრობდა, რომ ეს მე ვარ“, – განაცხადა იუნკერმა.
ევროკომისიის ხელმძღვანელი ასევე აცხადებს, რომ ლოზუნგით “ამერიკა უპირველეს ყოვლისა!“ ევროპელებს აფრთხობს. იუნკერი ამბობს, რომ მას შეექმნა შთაბეჭდილება, თითქოს ტრამპს ევროპის საქმეები არც აინტერესებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები