ვენესუელის პრეზიდენტმა გაეროს წამლებით უზრუნველყოფაში დახმარება სთხოვა

ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ გაეროს მიმართა და მედიკამენტებით უზრუნველყოფაში დახმარება სთხოვა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.

მადუროს განცხადებით, გაერო საკმაოდ კომპეტენტური ორგანიზაციაა, რომ ქვეყანაში წამლის გადანაწილება გააკონტროლოს. რამდენიმე დღის წინ, ვენესუელის სამედიცინო ფედერაციამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ საავადმყოფოებში საჭირო მედიკამენტების 5% -ია დარჩენილი.

ვენესუელაში ამჟამად ეკონომიკური კრიზისია.
პრეზიდენტი არსებულ მდგომარეობაში მისი მთავრობის წინააღმდეგ მიმდინარე ეკონომიკურ ომს და ნავთობზე ფასების კლებას ასახელებს. ოპოზიციის წარმომადგენლები კი კრიზისში სწორედ მადუროს ადანაშაულებენ, და თვლიან, რომ ის ქვეყანას ცუდად მართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები