ჩეჩნეთში რუს სამხედროებზე თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ჩეჩნეთში რუს სამხედროებზე თავდასხმისთვის, რასაც 6 რუსი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა,
პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ისლამისტები აცხადებენ, რომ თავდასხმაში დაჯგუფების ჩრდილოეთ კავკასიის ქვედანაყოფის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
თავდასხმა ხუთშაბათს, ღამის ორ საათზე, დასახლება ნაურსკაიას მახლობლად მოხდა.
რუსი სამხედროების ინფორმაციით, „ბოევიკებმა“ ძლიერი ნისლით ისარგებლეს და ბაზასთან მიახლოება შეძლეს.
ორ მათგანს „შაჰიდის ქამარი“ ეკეთა, თუმცა მისი გამოყენება ვერ მოასწრეს.
ყველა „ბოევიკი“ ლიკვიდირებული იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები