გერმანულმა ბანკმა სხვა გერმანულ ბანკებს შემთხვევით რამდენიმე მილიარდი დოლარი გადაურიცხა

გერმანიის სახელმწიფო ბანკმა KfW-მ გერმანიის ოთხ ბანკში შეცდომით 6 მილიარდი დოლარი გადარიცხა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი” იუწყება.
სააგენტო “ბლუმბერგის“ ცნობით, ამის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა. ამის გამო, ერთჯერადი გადარიცხვები რამდენჯერმე განხორციელდა. ბანკში განაცხადეს, რომ შეცდომით განხორციელებული გადარიცხვები გაუქმებულია და ამ ინციდენტის გამოძიებაა დაწყებული.
KfW გერმანიაში უმსხვილესი სახელმწიფო ბანკია, საბანკო აქტივების მიხედვით, ის მესამე ადგილზეა ქვეყანაში, Deutsche Bank-ის და Commerzbank-ის შემდეგ. სადამკვირვებლო საბჭოს გერმანიის ფინანსთა მინისტრი ვოლფგანგ შოიბლე ხელმძღვანელობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები