ყაზანში, დენთის ქარხანაში მომხდარ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის ქალაქ ყაზანში, დენთის ქარხანაში მომხდარი ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის ჩაქრობის დროს ერთი მეხანძრე დაიღუპა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია შემოწმება.  ხანძარი მზა პროდუქციის საამქროში გაჩნდა.
ქარხანა, ძირითადად, სანადირო თოფებისთვის დენთს და ვაზნებს აწარმოებს. ასევე აქ ყუმბარმტყორცნების ჭურვების წარმოებაც ხდება.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ყაზანის დენთის ქარხანა “როსტექნადზორმა“ თათრეთის რესპუბლიკაში ყველაზე ავარიულ და საშიშ საწარმოდ აღიარა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები