მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ არხზე საკუთარ თოქ–შოუს წაიყვანს

საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი უკრაინულ არხზე Zik თავის თოქ–შოუს გაუძღვება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის რადას სახალხო დეპუტატი ბორისლავ ბერეზა წერს.
„ეს წუთია, დამირეკეს ტელეკომპანია Zik–დან. ახალ თოქ–შოუში მიმიწვიეს. ახალი ტრენდია – წამყვანებად პოლიტიკოსები. რაბინოვოჩი, ლიაშკო და ახლა უკვე სააკაშვილი. გამოდის, კიდევ ერთმა ვაკანსიამ ჩამიარა გვერდით“, – წერს ბერეზა.
Zik უკრაინული ტელეარხია. მან მაუწყებლობა 2010 წლის 1 სექტემბერს დაიწყო.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2015 წლის 13 თებერვალიდან 2016 წლის 7 ნოემბერამდე ოდესის ოლქის გუბერნატორი იყო. ამჟამად საქართველოს ექსპრეზიდენტი უკრაინის მთავრობის ოპოზიციაშია და საკუთარი პარტია აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები