კიევში რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატის მკვლელობის ვიდეო გავრცელდა (ვიდეო)

ინტერნეტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი წევრის, დენის ვორონენკოვის მკვლელობის ვიდეო გავრცელდა, რომელიც უსაფრთხოების კამერებმა დააფიქსირეს. ვიდეოზე ჩანს ვორონენკოვი და მისი დაცვის თანამშრომელი, რომლებიც ქუჩაში მიდიან. მათ უკნიდან დაქირავებული მკვლელი უახლოვდება, რომელიც რუს პოლიტიკოსს და მისი დაცვის თანაშრომლებს რამდენჯერმე ესვრის. ბოლოს “ქილერი” ვორონენკოვის მიმართულებით საკონტროლო გასროლასაც განახორციელებს.
კადრებში ასევე ჩანს, რომ დაცვის წარმომადგენელმა ჭრილობის მიუხედავად, საპასუხო ცეცხლი გახსნა და მკვლელი მძიმედ დაჭრა.
დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დენის ვორონენკოვი უკრაინის მოქალაქემ, სევასტოპოლში დაბადებულმა პაველ პარშოვმა მოკლა. ამის შესახებ უკრაინის შს სამინსიტროს კოლეგიის წევრმა, უმაღლესი რადის დეპუტატმა ანტონ გერაშენკომ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ეს პირი იყო კერძო მეწარმე და „ჩვეულებრივ ცხოვრებას ეწეოდა“. 2011 წლიდან კი ის ეკონომიკური დანაშაულისთვის ძებნაში იმყოფებოდა.​ვორონენკოვზე თავდასხმის დროს მიღებული ჭრილობების შედეგად, პარშოვი საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატი დენის ვორონენკოვი კიევის ცენტრში ხუთშაბათს მოკლეს. ვორონენკოვი უკრაინაში 2016 წლის ოქტომბრიდან იმყოფებოდა. რუსეთში მასზე ფედერალური ძებნა იყო გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები