მეკობრეებმა სომალის სანაპიროსთან გემი გაიტაცეს

მეკობრეებმა სომალის სანაპიროსთან თევზსაჭერი გემი გაიტაცეს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
სომალის პოლიციის ინფორმაციით, მეკობრეები გემს გამოიყენებენ, როგორც საზღვაო ბაზას, რათა სხვა გემებს თავს დაესხან.
სომალელი მეკობრეები 5-წლიანი პაუზის შემდეგ ერთი კვირის წინ გააქტიურდნენ, როდესაც მათ სომალის სანაპიროსთან ტანკერი გაიტაცეს.
სომალის ხელისუფლების ინფორმაციით, მეკობრეებმა გემის ეკიპაჟის 10 წევრი ნაპირამდე მიიყვანეს და გაათავისუფლეს, ხოლო გემი, მისი კაპიტანი, მზარეული და ინჟინერი გაიტაცეს.
200-დან 2010 წლამდე სომალის სანაპიროსთან მეკობრეები 260 გემს თავს დაესხნენ. მეკობრეების ეს მოქმედება აშშ-ის, ევროკავშირის და სხვა ქვეყნების სამხედრო ფლოტის ჩარევის შემდეგ შეწყდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები