ბალაკლეის საბრძოლო მასალების საწყობში ჭურვები ფეთქდება – დრონით გადაღებული ვიდეო (ვიდეო)

​უკრაინაში, ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლეასთან მდებარე საბრძოლო მასალების საწყობში ხანძარი და აფეთქებები გრძელდება. მათი ინტენსივობა ხუთშაბათთან შედარებით შემცირდა, თუმცა, სამხედროები აცხადებენ, რომ ხანძრის საბოლოო ლიკვიდაციას დაახლოებით 7 დღე დასჭირდება.
​ხანძარი უკრაინაში საბრძოლო მასალების უდიდეს საწყობში ხუთშაბათს გამთენიისას გაჩნდა. უკრაინის ხელისუფლებამ ფაქტს დივერსიის კვალიფიკაცია მისცა. ცეცხლის ჩაქრობაში სპეციალური ტექნიკა, მათ შორის ავიაცია მონაწილეობს. აფეთქებებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. მისი ცხედარი საწყობის მახლობლად, ერთ-ერთი სახლის ნანგრევებში იპოვეს.


კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები