მუბარაკი ციხიდან გაათავისუფლეს

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაკი ციხიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა „ბი ბი სის“ აცნობა. ბოლო ხუთი წელი მუბარაკი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, კაიროს სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა. ახლა ექსპრეზიდენტი სახლში, ქალაქ ჰელიოპოლისში დაბრუნდა.
მიმდინარე წლის 2 მარტს ეგვიპტის სააპელაციო სასამართლომ 2011 წელს მშვიდობიანი დემონსტრანტების დახოცვის საქმეზე უდანაშაულოდ ცნო. გაეროს მონაცემებით, მაშინ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებსა და მომიტინგეებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად 300 ადამიანი დაიღუპა.
2012 წელს სასამართლომ ჰოსნი მუბარაკს სამუდამო პატიმრობა მიუასაჯა, თუმცა მან განაჩენი გაასაჩივრა და 1014 წელს ის გააუქმეს.
ჰოსნი მუბარაკი 88 წლის არის, ის ეგვიპტის პრეზიდენტი 1981 – 2011 წლებში იყო. 2011 წელს მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე, მუბარაკი თანამდებობიდან გადადგა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები