მოსულში ერთი თვის განმავლობაში 3800-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

ერაყის ქალაქ მოსულის დასავლეთ ნაწილის გათავისუფლების დროს 3864 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო “ანადოლუს“ ერაყის არმიის გენერალმა საირ ალ-მუსავიმ განუცხადა.
მის ინფორმაციით, ამჟამად „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოეიკებისგან“ დასავლეთ მოსულის ტერიტორიის 54 პროცენტია გათავისუფლებული.
მოსულს „ისლამური სახელმწიფო” 2014 წლიდან აკონტროლებდა. მისი გათავისუფლების ოპერაცია გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. 19 თებერვალს კი სამთავრობო ძალებმა დასავლეთ მოსულზე იერიში დაიწყეს.
ერაყის შეიარაღებული ძალების გარდა, შეტევაში ქურთი და შიიტი მოხალისეები, ასევე შს სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობენ. ერაყის შეიარაღებულ ძალებს საერთაშორისო კოალიციის ავიაციაც ეხმარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები