რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომ მოსკოვი „თალიბანს“ იარაღს აწვდის

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსკოვი ავღანურ რადიკალურ მოძრაობა „თალიბანს“ იარაღს აწვდის. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ზამირ ქაბულოვმა განაცხადა.
„ეს არის ცრუ ინფორმაცია და ჩვენ ამაზე შესაბამისი რეაგირება მოვახდინეთ.  ის ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს – როგორმე გამართლდეს ამერიკელი სამხედროების და პოლიტიკოსების წარუმატებლობები  ავღანეთში“, – განაცხადა ქაბულოვმა.
რუსეთის მეირ „თალიბანისთვის“ იარაღის მიწოდების შესახებ რამდენიმე დღის წინ ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდალმა, კერტის სკაპაროტიმ განაცხადა. მანამდე ანალოგიური განცხადება ავღანეთში აშშ-ის ძალების სარდალმა, ჯონ ნიკოლსონმა გააკეთა.
რუსმა დიპლომატმა ასევე, განაცხადა, რომ „აშშ წარუმატებლობებში დამნაშავეს ეძებს ყველგან, ვაშინგტონის გარდა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები