გერაშენკომ რუსი პოლიტიკოსის, დენის ვორონენკოვის მკვლელის ვინაობა დაასახელა

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი წევრი დენის ვორონენკოვი უკრაინის მოქალაქემ, სევასტოპოლში დაბადებულმა პაველ პარშოვმა მოკლა. ამის შესახებ უკრაინის შს სამინსიტროს კოლეგიის წევრმა, უმაღლესი რადის დეპუტატმა ანტონ გერაშენკომ განაცხადა.
„დენის ვორონენკოვი 1988 წელს დაბადებულმა, უკრაინის მოქალაქემ პაველ პარშოვმა მოკლა, ის რუსეთის სპეცსამსახურების აგენტია“, – დაწერა გერაშენკომ ფეისბუქში.
მისივე ინფორმაციით, ეს პირი იყო კერძო მეწარმე და „ჩვეულებრივ ცხოვრებას ეწეოდა“. 2011 წლიდან კი ის ეკონომიკური დანაშაულისთვის ძებნაში იმყოფებოდა.
ვორონენკოვზე თავდასხმის დროს მიღებული ჭრილობების შედეგად, პარშოვი საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატი დენის ვორონენკოვი კიევის ცენტრში ხუთშაბათს მოკლეს. ვორონენკოვი უკრაინაში 2016 წლის ოქტომბრიდან იმყოფებოდა. რუსეთში მასზე ფედერალური ძებნა იყო გამოცხადებული.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ყოფილ დეპუტატთან მიმართებაში საქმეს თაღლითობის მუხლით იძიებდა. მას მოსკოვში 5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების შენობის ხელში ჩაგდებაში ედებოდა ბრალი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები