დიდ ბრიტანეთში 22 მარტს მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით კიდევ ორი პირი დააკავეს

დიდ ბრიტანეთში პოლიციამ 22 მარტს მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით, კიდე ორი პირი დააკავა. დაკავებულთა საერთო რაოდენობა 10-მდე გაიზარდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთი დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
დღესვე, ცნობილი გახდა, რომ საავადმყოფოში 22 მარტს დაშავებული, 75 წლის ლესლი როდსი გარდაიცვალა. შესაბამისად, დაღუპულთა საერთო რაოდენობა უკვე 5 გახდა. რამდენიმე ათეული ადამიანი საავადმყოფოებში რჩება, მათგან 2 კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ტერორისტული თავდასხმა ლონდონში ოთხშაბათს საღამოს მოხდა. თავდაპირველად, ტერორისტი ვესტმინსტერის ხიდზე მანქანით ტროტუარზე ავიდა და იქ მყოფ ადამიანებს გადაუარა. შემდეგ ის ვესტმინსტერის სასახლის ღობეს შეეჯახა, მანქანიდან გადმოვიდა და პოლიციელებს დანით თავს დაესხა. ადგილზე მისული პოლიციის დამატებითმა ქვედანაყოფებმა ტერორისტი მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები