უკრაინის ქალაქ ბალაკლეაში, სადაც საბრძოლო მასალების საწყობი იწვის, ნანგრევებში გარდაცვლილი ქალი იპოვეს

Ãîðÿùèé áîåïðèïàñ â Áàëàêëåå (Õàðüêîâñêàÿ îáë. ), 23 ìàðòà 2017 ã. Ôîòî Ìàðèåíêî Àíäðåé / ÓÍÈÀÍ

უკრაინის ქალაქ ბალაკლეაში ერთ-ერთ დანგრეულ შენობაში ქალის ცხედარი იპოვეს. სახლს საბრძოლო მასალების საწყობში აფეთქებული ჭურვი მოხვდა. ხანძარი საბრძოლო მასალების საწყობში მეორე დღეა მძვინვარებს და მისი ჩაქრობა ვერ ხერხდება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბალაკლეაში  ერთი ქალი თავის არეში დაიჭრა. ამის შესახებ სააგენტო “უნიანი” იუწყება.
სამხედრო საწყობის ტერიტორიაზე ხანძრის ლოკალიზებაში სპეციალური ტექნიკა მონაწილეობს. აფეთქებების ინტენსივობა შემცირდა და გამნაღმველებმა მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებაც დაიწყეს.
ცნობისთვის, ქალაქ ბალაკლეასთან მდებარე, უკრაინაში საბრძოლო მასალების უდიდეს საწყობში ხანძარი 23 მარტს ღამით გაჩნდა.
როგორც უკრაინის სამხედრო პროკურორმა განაცხადა, მომხდარი არის დივერსიის შედეგი, ვინაიდან აალება ერთდროულად რამდენიმე ადგილას დაიწყო.
ბალაკლეის საბრძოლო მასალების საწყობი ყველაზე დიდია უკრაინაში. აქ 138 ათასი ტონა საარტილერიო ჭურვი, იქ, ასევე, სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალები ინახება. ყველაზე საშიშია ამ მხრივ საარტილერიო დანადგარის, “აკაციას“ ჭურვები, რომელთა მოქმედების რადიუსი 20 კილომეტრს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები