საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი: რაქასთვის ბრძოლა რამდენიმე დღეში დაიწყება

French Defence minister Jean-Yves le Drian speaks to journalists after a meeting with French President focused on the Malian situation at the Elysee Presidential palace in Paris, on January 14, 2013. More than 60 Islamists were killed in their bases near the northern Malian city of Gao under intense bombardment by French air power, a security source and residents said today. "France has attacked Islam. We will strike at the heart of France," said Abou Dardar, a leader of Movement for Oneness and Jihad in West Africa, an offshoot of Al Qaeda in the Islamic Maghreb (AQIM), speaking to AFP by telephone. AFP PHOTO / KENZO TRIBOUILLARD

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებით, სირიის ქალაქ რაქასთვის ბრძოლა რამდენიმე დღეში დაიწყება.  ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. რაქას ამჟამად „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს.
რაქა არის ძირითადი სამიზნე. ახლა რაქა ალყაშია მოქცეული და ქალაქისთვის ბრძოლა უახლოეს მომავალში დაიწყება. ეს იქნება მძიმე ბრძოლა, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანი“ – განაცხადა ლე დრიანმა.
რამდენიმე დღის წინ აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პირველად სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ისტორიაში ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ამერიკული სახმელეთო ძალები ჩავიდნენ, რომლებიც საჰაერო გზით სირიის ჩრდილოეთ ნაწილში განთავსდნენ და რაქას გასათავისუფლებლად ახალ ფრონტს გახსნიან.
რაქა სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” არაოფიციალური დედაქალაქია და ტერორისტული დაჯგუფება მას 2014 წლიდან აკონტროლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები