ჩეჩნეთში სამხედრო ნაწილზე თავდასხმის დროს ექვსი რუსი სამხედრო დაიღუპა

ჩეჩნეთში რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ბაზაზე თავდასხმის დროს ექვსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. თავდამსხმელები ლიკვიდირებულნი არიან. ამის შესახებ “ბი ბი სი“ იუწყება.
რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, თავდასხმა ღამის ორ საათზე, დასახლება ნაურსკაიას მახლობლად მოხდა.
რუსი სამხედროების ინფორმაციით, „ბოევიკებმა“  ძლიერი ნისლით ისარგებლეს და ბაზასთან მიახლოება შეძლეს.
ორ მათგანს „შაჰიდის ქამარი“ ეკეთა, თუმცა მისი გამოყენება ვერ მოასწრეს.
ამჟამად, შემთხვევის ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები