ლონდონში ტერაქტში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართა

ლონდონის ცენტრში 22 მარტს ტერაქტში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
მიტინგი ტრაფალგარის მოედანზე წუთიერი დუმილით დაიწყო, აქციის მონაწილეებმა სანთლები აანთეს.
ლონდონის მერმა დაღუპულთა სახელები ჩამოთვალა, ესენი არიან: პოლიციელი კიტ პალმერია, ბრიტანეთის მოქალაქე აიშა ფრეიდი და ამერიკელი კურტ კოხრანი.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთი მძიმედ დაჭრილი პირი საავადმყოფოში გარდაიცვალა. დღევანდელი მონაცემებით, 22 მარტს მომხდარი ტერაქტის შედეგად 5 ადამიანია დაღუპული, მათ შორის,  ერთი ტერორისტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები