რუსეთში „იეღოვას მოწმეთა“ საქმიანობა აკრძალეს

რუსეთში რელიგიური ორგანიზაციის, „იეღოვას მოწმეთა“ საქმიანობა აკრძალეს. ამის შესახებ “ბი ბი სის“ რუსეთის იუსტიციის სამინისტროში აცნობეს.
ეს ორგანიზაცია იმ რელიგიური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩამონათვალში შეიტანეს, რომელიც  ექსტრემისტული საქმიანობის გამო აიკრძალა.
„იეღოვას მოწმეთა“ საქმეზე რუსეთში რამდენიმე სასამართლო პროცესი გაიმართა. ეს ორგანიზაცია რუსეთში 1991 წელს დარეგისტრირდა. მას ექსტრემისტული საქმიანობაში ადანაშაულებენ.
2014 წელს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ორგანიზაციის საიტი ექსტრემისტულად აღიარა, ასევე, ექსტრემისტულად აღიარებულია საიტზე განთავსებული წიგნები „რას ასწავლის ბიბლია?“, „მიუახლოვდი იეღოვას“ და „მოდი და გამომყევი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები