რუსეთის დუმის ყოფილი წევრის მკვლელი კიევის საავადმყოფოში გარდაიცვალა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილი წევრი დენის ვორონენკოვის მკვლელი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ ტვიტერში უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესმდივანმა ლარისა სარგანმა განაცხადა.
უკრაინის ტელევიზიის ინფორმაციით, დეპუტატის მკვლელს რამდენიმე ოპერაცია გაუკეთეს, მაგრა,მ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ეს პირი ვორონენკოვის დაცვის თანამშრომელმა დაჭრა.
პოლიციის ინფორმაციით, დენის ვორონენკოვის მკვლელი 1088 წელს დაბადებული პირია. ის უკრაინის მოქალაქეა და ძებნაში იმყოფებოდა. სხვა დეტალებს უკრაინელი სამართალდამცველები არ ასაჯაროებენ.
რუსი პოლიტიკოსი და სახელმწიფო დუმის ყოფილი წევრი დენის ვორონენკოვი კიევის ცენტრში სასტუმრო პრემიერ-პალასის შესასვლელში მოკლეს. მას მკვლელმა რამდენჯერმე პისტოლეტიდან ესროლა.
დენის ვორონენკოვს რუსეთში 2-14 წელს სადეპუტატო ხელშეუხებლობა მოუხსნეს. 2016 წელს საცხოვრებლად რუსეთიდან უკრაინაში გადავიდა.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დღეს განაცხადა, რომ რუსი პოლიტიკოსის მკვლელობა რუსულმა სპეცსამსახურებმა შეუკვეთეს. პოროშენკომ მოსკოვი სახელმწფიო ტერორიზმში დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები