ბელგიის პოლიციამ მამაკაცი დააკავა, რემელიც ტერაქტის მოწყობას აპირებდა

ბელგიის ქალაქ ანტვერპენის პოლიციამ მამაკაცი დააკავა, რომელიც ხალხმრავალ ქუჩაზე ავტომობილით ხალხში შევარდნას ცდილობდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
„ფრანს პრესის“ ცნობით, დაკავებულის ავტომობილს ფრანგული ნომრები ჰქონდა. დაკავებულს სამხედრო ფორმა ეცვა.
ანტვერპენში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. ქალაქში პოლიცია პატრულირებს.
ცნობისთვის, ოთხშაბათს ლონდონის ცენტრში პარლამენტის შენობასთან ტერაქტი მოხდა. თავდამსხმელი ვესტმინსტერის ხიდზე ავტომობილ;ით ტროტუარზე ავიდა და იქ მყოფ პირებს გადაუარა. შემდეგ კი პარლამენტის შენობასთან მყოფ პოლიციელს დანით თავს დაესხა. ტერაქტის შედეგად 5 პირი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები