ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე დაკავებული პირის აღკვეთის ღონისძიებაზე საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს

ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირის აღკვეთის ღონისძიებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს. როგორც „კვირას“ სასამართლოში განუცხადეს, პროცესი 18:00 საათისთვის არის ჩანიშნული.
როგორც ცნობილია, პროკურატურა დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ ე. წ კანიბალიზმის საქმეზე შსს-მ კიდევ ერთი პირი დააკავა. ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცველებმა დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით გუშინ აიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ გასულ წლის 19 ოქტომბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში, 19 წლის ირმა ყოჩიაშვილმა ბექა შენგელიასთან ერთად დედა, 1940 წელს დაბადებული ლუბა ყოჩიაშვილი ჯერ ელექტროშოკით გათიშა, ხოლო შემდგომ გაგუდა და დანის დარტყმით მოკლა.
ბრალდებულებმა გარდაცვლილის ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ბექა შენგელიას ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს. იმავე საღამოს, დაბინდების შემდეგ, ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის N8 საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ, მოცემული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად, თხრილში დაწვეს.
76 წლის დედის მკვლელობაში ბრალდებულმა 19 წლის ირმა ყოჩიაშვილმა თავი დამნაშავედ ცნო. კანიბალიზმის ფაქტი დაადასტურა ასევე ბექა შენგელიამაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები